
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს და მიგრანტების საკითხზე მწვავე განცხადებას აკეთებს.
ორბანის თქმით, შვედეთი უნგრეთს „კანონის უზენაესობაზე ლექციებს უკითხავს“, მაშინ როცა შვედეთის ქალაქებში ძალადობა, აფეთქებები და დანაშაულებრივი აქტები ხშირია.
„მიგრანტები ციდან არ ჩამოცვენილან. ვიღაცამ გააღო კარი და ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს“, - წერს ორბანი.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შვედეთის ხელისუფლებამ საკუთარი პრობლემები მოაგვაროს, უნგრეთს აკრიტიკებს.
„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე გვიკითხავს ლექციებს, მაშინ როცა მათსავე ქალაქებში ძალადობა, აფეთქებები და არასრულწლოვანი დამნაშავეები მძვინვარებენ. ჩვენ აქ უკეთესი გზები ვიპოვეთ, როგორ გამოვიყენოთ დრო: 0 არალეგალი, 0 აფეთქება“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ამ განცხადებით ორბანი ხაზს უსვამს უნგრეთის მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უნარჩუნებს.
0
0