
წელს, 1 მაისიდან 1 ივლისამდე, სოხუმის აეროპორტში 78 რეისი განხორციელდა. მგზავრთა ნაკადი 10,520 ადამიანს შეადგენდა.
ოკუპირებულ რესპუბლიკაში 32 წლის შემდეგ პირველი რეგულარული რეისი 1 მაისს ავიაკომპანია „UVT Aero“-მ მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოდან“ შეასრულა. 13 მაისს აეროპორტმა ნიჟნი ნოვგოროდიდან (ავიაკომპანია „იკარი“) პირველი რეისი მიიღო. 12 ივნისს სოხუმში მოსკოვიდან პირველი ფართოკორპუსიანი თვითმფრინავი ჩავიდა - ავიაკომპანია iFly-ის Airbus A330. 28 ივნისიდან ავიაკომპანია „RusLine“-მა ხანტი-მანსიისკი - სარატოვი - სოხუმის მარშრუტზე რეისების შესრულება დაიწყო.
რეისებს რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში“ არიან, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დაგმო.
0
0
იმერეთში მაშველის სარწყავი სისტემის წმენდა
05/03/2026