
ოქროსფერი რეტრივერი, რომელსაც პირით 6 ბურთის ტარება შეუძლია, გინესის რეკორდსმენი გახდა.
ნიუ-იორკელი ფინლის შესაძლებლობებს გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ "შთამბეჭდავი უნარი" უწოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ძაღლის პატრონმა განაცხადი 2020 წელს შეავსო, თუმცა ფინლი აღიარებას ამ დრომდე ელოდა.
ოფიციალურ წიგნში ის სულ ახლახან შევიდა. რეტრივერსა და მის პატრონს, ერილ მოლოიმს, ინსტაგრამ-პროფილიც აქვთ, სადაც ვკითხულობთ: "დიდი სიახლეა! ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. მადლობა ყველა ჩემს მეგობარსა და გულშემატკივარს, ვინც თვალს მადევნებდა და მამხნევებდა".
პატრონი ერილი ამბობს, რომ ფინლის სულ უყვარდა ჩოგბურთის ბურთით თამაში. ერთ დღესაც მას ჯერ 2 ბურთი გადაუგდეს, შემდეგ 3, საბოლოოდ კი 6. ცნობისთვის, კატეგორიაში რეკორდი პირველად 2003 წელს ლაბრადორმა ოგიმ დაამყარა - მან ჩოგბურთის 5 ბურთის ტარება შეძლო.
0
0