26/06/2021
15:49
ბადაგონი
რესტორნის სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ, დატკბნენ ერთი მხრივ, ალავერდის და კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებით, მეორე მხრივ კი, ალაზნის თვალუწვდენელი ველითა და მთებში ჩამავალი მზის სილამაზით.
რესტორანი „ბადაგონის სახლი ალავერდთან“, სტუმრებს ქართულ ტრადიციულ, მათ შორის კახურ სამზარეულოს სთავაზობს. დახვეწილი ინტერიერი, მადისაღმძვრელი კერძები, იდეალურად შეხამებული საუკეთესო ქართული ღვინო და ზაფხულის სურნელებით გაჯერებული სუფთა ჰაერი ამ ადგილს, ტურისტებისთვის, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის, მარი გიორგაძის თქმით, სხვა ღირსებებთან ერთად, რესტორანს ისტორიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობა გააჩნია.
“ბადაგონის სახლი ალავედთან” – კიდევ ერთი რესტორანი და ღვინის მაღაზია “ბადაგონისგან”, რომელიც გასული წლის დეკემბერში წარდგენილი პროექტის “ოქროს გზა ოქროს ისტორიაში” ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი გახლავთ. “ბადაგონის სახლი ალავერდთან” – ეს არის სივრცე, რომელიც თავისი ელეგანტურობით, ისტორიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით, ქართული ტრადიციული კერძებით, უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული უნიკალური მაწვნით და დოლის პურით, საუკეთესო ქართული ღვინითა და ულამაზესი ხედებით ყველა მოსულ სტუმარს, ქართველსა თუ უცხოელს, დაუვიწყარ ემოციებს გაუზიარებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ბადაგონის სახლი ძალიან მალე თითოეული ჩვენი სტუმრის საყვარელი ადგილი გახდება”, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
0
0