04/12/2023
21:54
მსოფლიო
ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია, ანალიტიკოსები ფასის შემდგომ ზრდას მოელიან, - იუწყება „სი-ენ-ი-სი"
კვირას საღამოს ნიუ-იორკში, უნციაზე ოქროს სპოტურმა ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 2100 დოლარს. ვაჭრობის დროს ოქროს იანვრის ფიუჩერსის ფასმა 2152,3 დოლარს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 2020 წელს დამყარდა და Dow Jones Market Data-ს მიხედვით, უტოლდებოდა 2089,2 დოლარს.
ოქროს ფასი ორი თვის განმავლობაში იზრდება, რადგან ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტმა გაზარდა მოთხოვნა უსაფრთხო აქტივზე. გარდა ამისა, 2024 წელს მოსალოდნელია აშშ დოლარისა და ამერიკის ცენტრალური ბანკის ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც ოქროს ფასის მთავარი პოზიტიური მამოძრავებელია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის განმავლობაში უნცია ოქროზე ფასები 200 დოლარზე ზემოთ შენარჩუნდება და წლის ბოლოსთვის 2400 დოლარს მიაღწევს.
0
0