26/11/2022
15:46
პოლიტიკა
„კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კულტურის დღეების გამოყენების უფლება, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, არავის არ უნდა ჰქონდეს.
„როგორი ჭკუათმყოფელი უნდა იყო, რომ ასეთი რამ ჩაატარო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური რეაქცია ექნება ნებისმიერ ქართველს. დღეს, ამ სიტუაციაში, რომ აზრად მოგივიდეს ჩაატარო კულტურის დღეები, წარმოუდგენელი ამბავია. ვიცი, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო და კულტურის პალატა არაფერ შუაში არ არის. რაღაც კანონი უნდა იყოს შემოღებული, რადგან საქართველოს კულტურის დღეების გამოყენების უფლება, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, არავის ჰქონდეს, ეს არის ამაზრზენი", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
როგორც ცნობილია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში „ქართული კულტურის დღეების“ გამართვა იგეგმება. ინფორმაცია გვერდმა - kartvelebi.ru-მ გაავრცელა. ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“.
წყარო: primetime.ge
0
0