
ოპოზიციონერებისთვის გირაოს გზა მოსახერხებელია, ფიქრობენ, ეს იქნება ოპონენტების დევნად გათვალისწინებული, შეიძლება, რაღაც სახელიც მოიგონონ, როგორც დევნილმა პოლიტიკოსებმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც გირაო გადაიხადა, ფიქრობს, პოლიტიკურ ოლიმპზე ავლენ, როგორც წამებულები.
„ორი გზაა, როგორც ზღაპრებში – აქეთ, იქით და საუკეთესო ვარიანტს ირჩევენ. ოპოზიციონერებმა ის ვარიანტი ამოირჩიეს, რომ ვალდებულება არ ჰქონდეთ, საკმაოდ მძიმე კითხვებს პასუხი გასცენ. ფაქტები არსებობს და თავადაც კარგად იციან, რა ჩაუდენიათ და რა გაუკეთებიათ. რასაკვირველია, გირაოს გზა მათთვის მოსახერხებელია, რადგან ფიქრობენ, ორმაგი სტანდარტის პირობებში, ეს იქნება გათვალისწინებული, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა და შეიძლება, რაღაც სახელიც კი მოიგონონ, როგორც დევნილმა პოლიტიკოსებმა. აქედან გამომდინარე, ის გზა არჩიეს, რაც არჩიეს. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ვინც გირაო გადაიხადა, სხვა იდეის მატარებლები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ ოლიმპზე ავლენ, როგორც წამებულები, მაგრამ ურჩევნიათ, კითხვებს პასუხები არ გასცენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
22/05/2025