30/05/2023
12:10
პოლიტიკა
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს.
კითხვის ავტორი შოთა ღვინერია იყო, რომელმაც პრემიერმინისტრს ჰკითხა: "გააზრებული გაქვთ შედეგები თუ რუსეთი დამარცხდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე".
ღარიბაშვილმა კითხვას პროვოკაციული უწოდა და თქვა, რომ კითხვის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელია.
პრემიერმინისტრმა კითხვას არ უპასუხა და კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო რთულ ვითარებაში "ნავიგაციას ახერხებს, თან კი ევროკავშირის გზაზე წინ მიიწევს".
"დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინაა ეს ადამიანი - ოპოზიციის წარმომადგენელია, ჩვენი მთავრობის წევრი იყო ორიოდე წლის წინ. ცოტა უცნაური არაა, რომ ბრატისლავაში ჩამოვიდა და მკითხა ეს პროვოკაციული კითხვა.
ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ და საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენი გაკეთებულია ყველაფერი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამიტომ ჯობს აქცენტი გავაკეთოთ ოპოზიციის და მთავრობის გაერთიანებაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა", - თქვა ღარიბაშვილმა.
0
0