
ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. „დროა, გირჩი-ოთ ახალი“ კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობაა.
“[ნიკა] გვარამიამ ჩაატარა კვლევა, სადაც დაწერა, რომ თვითონ და კიდევ 3-4 ადამიანს მიშაზე [სააკაშვილი] დიდი რეიტინგი აქვთ. ამ კვლევის მიზანი ის იყო, რომ “ვინც კარგები ვართ, ერთად მოვგროვდეთ”. შესაბამისად, ამ ე.წ კარგებს დიდი პროცენტები დაუწერეს, მაგრამ ზოგმა მათგანმა ეს პროცენტები დაიჯერა. მე მაგალითად, ამას “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობას ვაბრალებ, იმიტომ, რომ შენ თუ მათ იმას დაუწერდი, რომ შენს გარეშე გადალახავენ ბარიერს, მეტი რა უნდათ - იმათაც დაიჯერეს. ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. “დროა, გირჩი-ოთ ახალი” კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო “დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, მაგრამ საბოლოო ჯამში, “დროა, გირჩი-ოთ ახალზე” გაჩერდა, იმიტომ, რომ მე მგონი, გვარამიას კვლევის შედეგები მართლა დაიჯერეს იმ ხალხმა, ვინც ამ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
0
0