01/05/2023
15:21
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა, სხვა კენჭსაყრელი საკითხებიც არსებობს, თუმცა „ქართული ოცნება“ რეგისტრაციას არ გადის და პარლამენტი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებს.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის საკითხს მაშინ უყრის კენჭს, თუ რომელიმე სხდომაზე ოპოზიცია სრული შემადგენლობით არ იქნება წარმოდგენილი.
„ქართული ოცნება“ ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, პარლამენტი გააუქმეს, რადგან რეგისტრაციას არ გადიან. მხოლოდ საგამოძიებო კომისია ხომ არაა? მხოლოდ საგამოძიებო კომისიის საკითხი არ არის, სხვა კენჭსაყრელი საკითხებიცაა, რაც მნიშვნელოვანია და ჰაერშია გამოკიდებული. ეს ყველაფერი ძალიან უხერხულია. როცა ოპოზიციას ვეუბნებოდით, ნუ ცანცარებთ, სიები არ ჩახსნათ-თქო, არ დაგვიჯერეს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველა სხდომაზე ჩასაფრებული იქნება, რომ თუ რომელიმე ოპოზიციონერი დააკლდებათ, საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს და ჩავარდება. ალბათ ასე დამთავრდება ეს პროცესი“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
0
0