
ოპოზიციის სამეგობრო წრიდან ის პოლიტიკური ჯგუფები და სპიკერები გამოიკვეთა, ვინც ვიქტორ ორბანს და ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
„ამ ადამიანების სახეებს, სახელებსა და გვარებს თუ დავაკვირდებით, ზუსტად ემთხვევა იმ წრეს, რომლებიც ევროდერეფნებში თუ ღიად მედია სივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვისაც სწყინს და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებუთ გამოდიხარ. ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი საქართველოში და რატომ დახვადა ჩვენი ხელისუფლება მეგობრულად. ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით. ისინი არაერთხელ ყოფილან საოკუპაციო ხაზთან და პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხით კრიტიკა იმ ჯგუფისა და საერთო ხაზის ნაწილია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0