10/08/2022
22:51
პოლიტიკა
ჩვენი ამოცანაა, ჩვენი გზავნილის საზოგადოებამდე მიტანა, რომ იცოდნენ, არსებობს ოპოზიციაში ჯგუფი, ან ჯგუფები (იმედი მაქვს), რომლებიც საღად აფასებენ ვითარებას_ ამის შესახებ გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“სამწუხაროდ,მინდა გითხრათ, რომ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი იქცევა ასე, მაშინ ყველაზე გადადის ეს ყველაფერი და მედიაშიც ითქვლიფება. მე გამაჩერა ერთმა ვიღაცამ და მითხრა, ეს რა იყო ამდენი ხალხი რომ შეკრიბეთო, 100 ათასი ადამიანი იყოო და ტექნიკური ხელისუფლება რა სისულელე იყოო და მერე რასაც აპირებდით, ნაფიქრი რატომ არ გქონდათო. ყველამ იცის რომ “ევროპულმა საქართველომ” გააკრიტიკა ეს მოვლენები და ბევრმა აქეთ გაგვაკრიტიკა, ხელს ნუ უშლით კარგ ახალგაზრდებსო. მერე ურემი რომ გადატრიალდა, იმ ახალგაზრდებისკენ ხელს იშვერდნენ. ეს არის პოლიტიკური უპრინციპულობა. ამაში ყველა იფქვლიფება, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი გზავნილის საზოგადოებამდე მიტანა, რომ იცოდნენ, რომ არსებობს ოპოზიციაში ჯგუფი, ან ჯგუფები, იმედი მაქვს, რომლებიც საღად აფასებენ ვითარებას. ზოგჯერ გაოცებას საზღვარი არ აქვს… ცოტა ხნის წინ “ლელომ” წარმოადგინა ინიციატივა, ლუსტრაციის კანონია სწრაფად მისაღებიო, წარმოგიდგენიათ? პუტინისტური მთავრობა გვყავს, რომელმაც ლუსტრაციის კანონი უნდა მიიღოს და საკუთარი თავი ამხილოს?_ აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
0
0