28/11/2024
12:19
პოლიტიკა
ოპოზიციას 61 მანდატი აქვს, 61 განცხადება წარმოდგენილი არ არის, დაველოდებით, წარმოადგენენ და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, ვის გავუუქმოთ, ვინ დავტოვოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ლეგიტიმაცია დაკარგა, როდესაც პარლამენტის პირველ სასესიო დღეს მათ მხარდასაჭერად მხოლოდ ათასი კაცი გამოცხადდა.
„ოპოზიციას 61 მანდატი აქვს, 61 განცხადება წარმოდგენილი არ არის, ველოდებით. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ ეს განცხადება. პარლამენტს არალეგიტიმურს ეძახიან, მილიონზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას ანუ ქართულ ოცნებას და ამაზე ამბობენ, რომ ლეგიტიმური არ არისო. მე თუ მკითხავთ, თვითონ ოპოზიცია არ არის ლეგიტიმური. ლეგიტიმაცია დაკარგეს, როდესაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ პირველ საპარლამენტო სასესიო დღეს აქ უნდა ყოფილიყო მათი მხარდამჭერების არმია და ათასი კაცი გამოცხადდა. ლეგიტიმაცია დაკარგეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ, ჯერ ველოდებით ყველამ წარმოადგინოს, ვინც თვლის, რომ არალეგიტიმურია და ვინც არ შემოიტანს ე.ი. იმან აზრი შეიცვალა და კარგია. დაველოდებით, წარმოადგენენ და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ვის გავუუქმოთ, ვინ დავტოვოთ“, – აღნიშნა ზარქუამ.
0
0