ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ - გახარია
A-
+A

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც მან მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, მისი პოზიცია უცვლელია, რაც შეეხება შერიგების იდეას, ოპოზიცია პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში უნდა დაეხმაროს.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია და ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ჩემი პოზიცია ცნობილია საყოველთაოდ.
რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა და ამისთვის ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას უკან აბრუნებს.
ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
0
0
340
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%