19/11/2022
12:49
პოლიტიკა
"გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, 18 ნოემბერს, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გუშინ სუსტად გამოიყურებოდა.
მისივე თქმით, პარლამენტში ნებისმიერი პროცედურა ხატავს სურათს, რომ “ვითომ ჩვენ გვაქვს პარლამენტი, ვითომ პოლიტიკური დისკუსია და დებატებია, ამ პარლამენტს არაფერი ეშველება”.
„რატომ გამოიყურებოდა? ორივე მხარეს ადამიანები რაღაცაზე შევთანხმდით, იმათ რაღაც პირობები უნდა შეესრულებინათ და ამ შემთხვევაში, ჩვენ შევდიოდით პარლამენტში, თუ არადა ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. როდესაც იქითა მხარე გავიდა შეთანხმებიდან, აქეთა მხარეც უნდა გავიდეს შეთანხმებიდან და თუ აქეთა მხარე არ გადის შეთანხმებიდან, ეს ნიშნავს, რომ შენთვის სკამი უფრო ძვირფასია. ამის გამო გამოიყურებოდნენ სუსტად", განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, თავს ძლიერად გრძნობს, რადგან არ არის პარლამენტში, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი, სუსტი გამოჩნდებოდა.
„მე ვარ ძლიერად იმით, რომ არ ვარ პარლამენტში. მე საკუთარ თავთან ვარ მართალი და ეგ არის ჩემი სიძლიერე. ასე ვარ კომფორტულად, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სუსტი გამოვჩნდებოდი", თქვა ჯაფარიძემ.
0
0