ოპოზიცია ისევ ცდილობს მიუხედავად მათი ხელისუფლებაში არ ყოფნისა, რომ ჩაიგდოს სასამართლო სისტემა ხელში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების შემოყვანა, თითქოს სრული არაკვალიფიციურობა სჭირს მოსამართლეებს, რა თქმა უნდა ქვეყანას დისკრედიტაციას უკეთებს. სამწუხაროდ, ამის ფონზე ოპოზიცია კიდევ აცხადებს, რომ რაღაც დოზით ქვეყნის ასარგებლო რჩევებს გვაძლევენ“, - აღნიშნავს წილოსანი.
ე.წ ვეტინგის სისტემას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაააქტიურა, ოპოზიციის სრული მხარდაჭერაც არ აქვს. „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფებიც თანხმდებიან, რომ მიზანი სასამართლო სისტემის დამორჩილებაა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდის მსგავსად აღარ უნდა განმეორდეს. მმართველი გუნდის პოზიცია ე.წ ვეტინგის სისტემაზე მკაცრი და პრინციპული უარია.
0
0