19/06/2023
12:51
პოლიტიკა
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი მათი გადადგმული ნაბიჯის შედეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია გაერთიანებიან, დაიშლებიან, თუ ცალკე პარტიებად გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
„მე მგონია, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი გადადგმული ნაბიჯის შედეგია ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვიცი ახლა, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, თუ ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც უნდათ ისე იმოქმედონ და რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე, ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ,“ - განაცხადა კალაძემ.
0
0