26/12/2024
16:21
მსოფლიო
OpenAI-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი სისტემა, სახელწოდებით OpenAI o3, წარმოადგინა, რომელიც შექმნილია მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და კომპიუტერულ პროგრამირებაში ამოცანების ამოსახსნელად. კომპანიის განცხადებით, სისტემამ ამ სფეროში წამყვან AI ტექნოლოგიებზე უკეთესად გამოავლინა მათემატიკური, სამეცნიერო, ციფრული და ლოგიკური უნარები.
,,ახალი მოდელი ,,მსჯელობის“ სისტემა o1-ის მემკვიდრეა, რომელიც კომპანიამ 2024 წელს დანერგა. OpenAI o3 20%-ზე მეტი სიზუსტით ასრულებს ზოგადი პროგრამირების ამოცანებს, ვიდრე o1. მომავალი წლის დასაწყისში, ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის ამ ტექნოლოგიის გაზიარებას ვგეგმავთ. OpenAI o3-ის სავარაუდო ფასი თვეში 200 აშშ დოლარზე მეტი იქნება.
ეს მოდელი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია პროგრამირების სფეროში. OpenAI-ის, სულ მცირე, ერთი პროგრამისტი მაინც შეძლებს ამ სისტემის ფუნქციების უკეთესად შესრულებას. OpenAI o3 ცდილობს ამოცანის ნაწილებად დაყოფას და მისი გადაჭრის გზებს ეძებს, რასაც, ჩვეულებრივი ჩეთბოტებისგან განსხვავებით, შეიძლება ბევრად უფრო დიდი გამოთვლითი სიმძლავრე დასჭირდეს“, - თქვა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ახალი სისტემის ონლაინ პრეზენტაციის დროს.
მიმდინარე კვირაში, ასევე Google-მა მსგავსი ტექნოლოგია, სახელწოდებით Gemini 2.0 Flash Thinking Experimental-ი, წარმოადგინა და ის გამომცდელების მცირე რაოდენობას გაუზიარა.
0
0