ომის დროებით შეჩერება მძევლების გასათავისუფლებლად საკმარისი არ იქნება - ,,ჰამასი”
29/12/2023
12:26
მსოფლიო
A-
+A
,,სამხედრო აგრესიის ნაწილობრივი ან დროებითი შეწყვეტა საკმარისი არ იქნება 100-ზე მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად, რომლებიც, ისრაელის თქმით, ღაზაში ჯერ კიდევ მძევლად რჩება,“ - განაცხადა ,,ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ისრაელ-,,ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ღაზას 2,3-მილიონიანი მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილდა, ასევე გამძაფრდა შიში, რომ ჩრდილოეთ ღაზას მსგავსად, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების მასშტაბი სამხრეთშიც ფართოვდება.
,,ჰამასის’’ მიერ მართულ ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 20 000-ზე მეტი [როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ასევე მებრძოლები] პალესტინელი, მათგან ორი მესამედი ქალი და ბავშვი დაიღუპა.
0
0
391
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%