-share.jpg)
“სააკაშვილის საქმეს არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი, სააკაშვილი უნდა მოკვდეს”, ასე გამოეხმაურა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 3 იანვრიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებას დეპუტატები საშვის გარეშე ვერ შეძლებენ.
"ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ამ საქმეს, რასაც სააკაშვილის საქმე ჰქვია, არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. [...] ამას ჰქვია რეპრესიები, ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, რა მდგომარეობაში არის ეს ადამიანი", განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ იზოლაციაში მოხვდეს და მასზე განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.
0
0