04/11/2022
11:39
პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა, პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით...
სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა...
ეს პროცესი მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ კანდიდატი. მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ.
კანონით, რეგლამენტით, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა. ამიტომ, მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
0
0