16/11/2022
18:14
პოლიტიკა
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოს, ჯარის და ხალხის მძარცველს, ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებულ კეზერაშვილს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ჰყავს დამცველები”, ამის შესახებ ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე შეფასებით, ოლიგარქი კეზერაშვილი არის კოლექტიური სახე "ნაცმოძრაობის", რომლის რეანიმაციაც უნდათ.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოს, ჯარის და ხალხის მძარცველს, ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებულ კეზერაშვილს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ჰყავს დამცველები, რომლებიც ცდილობენ მის შენარჩუნებას... ფულის სანაცვლოდ იქაც და აქაც ყველაფერ საშინელებაზე წამსვლელნი არიან... აუცილებელია ქართველმა ხალხმა მომავალში განათლებას მიაქციოს ყურადღება და არ მისცეს უფლება სხვადასხვა დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის!" - წერს გვენეტაძე
0
0