ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს მინისტრს ადგილობრივი ჯოხით თავს დაესხა
A-
+A

ცხინვალში, 68 წლის პენსიონერი, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "შინაგან საქმეთა მინისტრს", ალან გუჩმაზოვს, ჯოხით თავს დაესხა, იუწყება Sapa Tkhinval Telegram არხი.
გამოცემის ცნობით, 10 მაისს გუჩმაზოვმა შეხვედრა გამართა ჯავას რაიონის სოფელ ხვცეში. მან ადგილობრივ მცხოვრებს უსაყვედურა და უთხრა,, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალა. საპასუხოდ, პენსიონერმა მინისტრს რამდენჯერმე ჯოხი დაარტყა მკლავში.
თავდამსხმელი დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოცემა არ აკონკრეტებს, თუ რა მუხლით წაუყენეს მას ბრალი.
ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს.
0
0
74
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%