ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
10/04/2022
10:25
პოლიტიკა
A-
+A
10 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 10 აპრილს ჩატარების შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება 21 იანვარს მიიღო. ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მარტს დაასრულა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი. აღსანიშნავია, რომ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
0
0
321
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%