24/01/2025
17:57
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს - იუწყება ოპოზიციური ვეტერანების ორგანიზაცია „არუა“.
ცნობილია, რომ შესყიდვების ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში შეადგინა 42 მილიონი რუბლი (430 ათასი დოლარი).
ეს ნაბიჯი, ორგანიზაციის განცხადებით, არის „ქართველი ფერმერების მხარდაჭერა აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე“.
“არუა” იხსენებს, რომ 2023 წლის მაისში აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ „ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის“.
„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებს, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება მეგობრული აფხაზურ-რუსული ურთიერთობების სულისკვეთებას. რუსეთთან ვაჭრობა მცირდება, ხოლო საქართველოდან აფხაზეთში შემოსული საქონლის მოცულობა, მათ შორის, კონტრაბანდის გზით, ყოველდღიურად იზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუა“ მოუწოდებს მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს ვალერი ბგანბას, გააუქმოს ეს "ანტიხალხური გადაწყვეტილება".
0
0