06/12/2024
15:28
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ენერგეტიკის სფეროში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ მან „მთავრობის“ წევრების, უსაფრთხოების თანამშრომლებისა და ენერგეტიკის მუშაკების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ენგურჰესის“ კაშხლის წყლის დონე აღწევს სახიფათო დონეს, წყლის შემოდინება დაბალია, მხოლოდ 40 კუბ. მეტრი წამში და ენერგეტიკის სიტუაცია საგანგებოა. „ენგურჰესი“ შეიძლება გაჩერდეს, იძულებული ვართ, გავზარდოთ დენის გამორთვების რაოდენობა და ელექტროენერგიის იმპორტი“, - აღნიშნა ბგანგამ.
1-ელი ნოემბრიდან ენერგოდეფიციტის გამო ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს. ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
როგორც ბგანგამ აღნიშნა, 2016 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 1 მლრდ კვტ-სთ-ით გაიზარდა, რაც კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლასთან არის დაკავშირებული.
0
0