
ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას გადადგომას ითხოვს.
საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლების უმოქმედობით აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ოპოზიციონერ ლევან მიქაას და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა; რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ სიაში დაამატა ჟურნალისტები ინალ ხაშიგი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა; მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან და თურქეთიდან რეპატრიანტების დეპორტაციის შესახებ.
Aamta Foundation-ის მიმართვაში (ხელმძღვანელი ნატალი სმირი) ნათქვამია, რომ ბოლო მოვლენები აფხაზეთის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი (ხელმძღვანელი ლევან მიქაა) ხაზს უსვამს, რომ ნიზფა არშბას „უცხო აგენტად“ გამოცხადება „აღმაშფოთებელი შემთხვევაა“.
სერგეი შამბას გადადგომის მოთხოვნას ასევე დაუჭირეს მხარი საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „აიდგილარამ“ (ხელმძღვანელი – კან კვარჩია) და პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“ (თავმჯდომარე – ასლან ბარციცი).
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025