23/07/2023
16:16
მსოფლიო
23 ივლისს ღამით ოკუპანტებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი, მათ შორის 60 წლის მამაკაცი და 72 წლის ქალი.
"გასულ დღეს მტერი მასიურად ბომბავდა ხარკოვის, კუპიანსკისა და იზიუმის რაიონებს არტილერიით, ნაღმყორცნებითა და საჰაერო ხომალდებით. ჩვენი მცველები პოზიციებს იკავებენ კუპიანსკში. მტერი წინსვლას ვერ ახერხებს". - წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინიეგუბოვი.
ასევე, ზაპოროჟიეს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს თქმით, რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს ოლქში 20-მდე სამოქალაქო დასახლებას 69-ჯერ დაარტყეს. მალაშკოს ინფორმაციით, რუსული ჯარები ასევე თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს გაეუბანს და რაიონს 4 რაკეტა ესროლეს. ამჟამინდელი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
0
0