30/01/2023
14:42
სამართალი
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ხულოში მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმე განიხილება. კერძოდ, რძალი ძალადობაში მხოლოდ დედამთილს არ ადანაშაულებს.
როგორც პროცესზე გახდა ცნობილი, დაზარალებული ქალი ოჯახის ყველა წევრს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მეუღლის ოჯახის წევრები მას მუსლიმური ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, ქმარი მასზე ფიზიკურადაც ძალადობდა.
სამართალდამცველებს ქმარი დაკავებული ჰყავთ. ქალმა პროცესზე ფოტომასალა წარადგინა, რომელზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს.
დაზარალებული ამბობს, რომ მასზე ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ის სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
შემთხვევა სოფელ წაბლანაში მოხდა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამთილმა რძალს ხელი ჰკრა და სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდო.
0
0