15/09/2022
22:20
პოლიტიკა
საქართველო დღეს ყველაფერს პირიქით აკეთებს, არ ემზადება ომისთვის და ამიტომ შეიძლება მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიდგეს - ეს განცხადება დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
“ტრივიალურად ყველამ ვიცით გამოთქმა: “თუ გინდა მშვიდობა, ომისთვის უნდა მოემზადო”, და საქართველო დღეს ყველაფერს პირიქით აკეთებს, არ ემზადება ომისთვის და ამიტომ შეიძლება მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიდგეს, იმიტომ რომ ჩვენს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ რომ ოდნავ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. დაგვცინის მთელი რეგიონი, რაღა მეორე ფრონტზე ლაპარაკობთ, სულელები ხომ არ ხართო. დაიხურა აგერ, ჩვენს რეგიონში, მეორე ფრონტი. აზერბაიჯანმა დახურა უკვე მეორე ფრონტი. დაგვცინიან, აბუჩად გვიგდებს ჩვენი ყველა პარტნიორი და ქართული ხელისუფლების გუშინდელ გამონათქვამებს ამ თემაზე დააკვირდით, სად ტირაჟირდება - მხოლოდ რუსულ მედიაში, იმიტომ რომ მათზე აქვთ სწორება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
0
0