10/10/2022
18:57
სხვადასხვა
დღევანდელმა მაღალმა ცილინდროვანმა ფერმენტაციის ცისტერნამ ადრეული სახარშების მომცრო კასრი ჩაანაცვლა, რომელიც ლუდის გემოზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ახლა კი მეცნიერებმა ამ პოპულარული სასმლის გემოს გაუმჯობესების კიდევ ერთ გზას მიაგნეს.
თანამედროვე მაღალ ცისტერნებში მეტი ლუდი ნაკლები ხარჯით იხარშება და თანაც ასავსებად, დასაცლელად, და გასაწმენდად მეტად მოსახერხებლები არიან. თუმცა ახალი ხარშვის მეთოდს ერთი ცუდი მხარე აქვს - ცისტერნებში ხარშვის დროს ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფისგან წარმოქმნილი წნევა ლუდ გემოს უცვლის და უფუჭებს.
მკვლევრებმა Saccharomyces cerevisiae-ის სახეობის საფუარის ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელსაც მელუდის საფუარსაც უწოდებენ. ამ სახეობის ბაქტერია ნახშირორჟანგს უძლებს და იზოამილის სპირტს ამზადებს, რომელიც ლუდს ხილის არომატს სძენს.
იგივე სახეობის ჯანმრთელი ბაქტერის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა ბაქტერიის გენომი, ანუ გენეტიკური კოდი, გაშიფრეს და გააანალიზეს, რათა დაედგინათ ზუსტად რა აძლევდა ბაქტერიას თანამედროვე ხარშვის მეთოდების მიერ გამოწვეული სირთულეების დაძლევის და გემრიელი არომატის შენარჩუნების უნარს.
მეცნიერებმა მიაგნეს კონკრეტულ MDS3 გენს, რომელიც ბაქტერიის სასარგებლო თვისებას განაპირობებს. შემდგომ მათ CRISPR/Cas9 gene გენების რედაქტირების/შესწორების ტექნოლოგია გამოიყენეს და ეს გენეტიკური კოდი სხვა საფუარის ბაქტერიებსაც ჩაუნერგეს გენომში. მართლაც, დნმ-ის “ტრანსპლანტაციის” შემდეგ, ბაქტერიები ნახშირორჟანგის წნევას უკეთ უძლებდნენ და გემრიელ არომატს ინახავდნენ.
“[ჩვენ მიერ შესწავლილი] მუტაცია იმ პროცესის გაგემაში გვეხმარება, რაც ნახშიროჟანგის დახმარებით ლუდს ხარისხსა და გემოს ულახავს,” - ამბობს იოჰან თეველაინი, მოლეკულური ბიოლოგიის დარგის ექსპერტი ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან.
მეცნიერები სხვა გენეტიკური მუტაციებისა და კოდების ძიებას განაგრძობენ, რომლების შესაძლოა გემრიელი და არომატული ლუდის მოხარშვისთვის იყვნენ პასუხისმგებლები.
ზემოთხსენებული გენეტიკური კოდის რედაქტირების ტექნოლოგია უკვე გამოუყენებიათ საფუარის სხვა თვისებების შესასწავლად, გლიცეროლის (მოტკბო სპირტის) წარმოების გასაუმჯობესებლად და ლუდის მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობის მისაღწევად.
მეცნიერები არ მალავენ, რომ ლუდსახარში კომპანიები თავიანთი მნიშვნელოვანი მიგნებითა და ტექნოლოგიით დაინტერესდნენ.
CRISPR გენეტიკური კოდის რედაქტირების ტექნოლოგია გენეტიკური დაავადებების ასაცილებლად და გამძლე ნარგავების შესაქმნელად გამოიყენება. თუმცა სულ ეს არ ყოფილა! CRISPR საკვირველ სფეროებშიც გვადგება და გემრიელი ლუდის გვახარშინებს.
განხილულ კვლევა ჟურნალ Applied and Environmental Microbiology-ში გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0