
შეხვედრის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერა ბირთვული დაცულობის კულტურის განვითარების მიმართულებით.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ბირთვული დაცულობის ხელშეწყობისა და შენარჩუნების მიმართულებით არსებული პოლიტიკა და გამოცდილება გაუზიარა. ნინო უტიაშვილმა ისაუბრა სააგენტოს მიერ ბირთვული დაცულობის კულტურის იმპლემენტაციისათვის და, სამომავლოდ, სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკა და ინიციატივები გააზიარეს.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026