26/07/2023
19:15
საზოგადოება
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ფერისცვალების ტაძარზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, „ოდესა სამუდამოდ დაკარგულია იმპერიისთვის და იმპერია მალე აღარ იარსებებს“.
„ოდესის ფერიცვალების ტაძრის რუსული რაკეტებით დანგრევას ბევრი მორწმუნისთვის თვალი უნდა აეხილა.
ჩვენ ვიხილეთ აგაფანგელის [ოდესის მიტროპოლიტი] და მოსკოვის საპატრიარქოს უმაღლესი საბჭოს სხვა წარმომადგენლების მწვავე განცხადებები. მიტროპოლიტ აგაფანგელის პოზიცია არ გამკვირვებია, მის ევოლუციას 2015 წლიდან ვაკვირდები, მას შემდეგ, რაც გავიცანი. ბოლოს, 2021 წელს გვქონდა ხანგრძლივი საუბარი და შემიძლია დავადასტურო, რომ ის არ ერიდება კირილე გუნდიაევსა და ზოგადად, მოსკოვის ეკლესიაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და უკიდურესად კრიტიკული იყო განწყობილი.
ვთვლი, რომ ეს ევოლუცია ირეკლავს მოსახლეობის შორის რუსული სამყაროს მხარდამჭერთა ყველაზე საშინელი ნაწილის შეხედულებების ცვლილებას.
როდესაც ოლქის გუბერნატორი ვიყავი, ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრების პარალელურად, კავშირი მქონდა მოსკოვის საპატრიარქოს მრევლთან. მაგრამ ვთვლი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ჩემი აზრით, ოდესა სამუდამოდ დაკარგულია იმპერიისთვის და იმპერია მალე აღარ იარსებებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ოდესის მიტროპოლიტმა აგაფანგელმა ფერისცვალების ტაძარზე სარაკეტო თავდასხმას „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი მოვლენა“ უწოდა.
რუსული მხარე ტაძრის განადგურებაში კიევს ადანაშაულებს.
0
0