ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია Nvidia მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა მას შემდეგ, რაც მისი აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. 18 ივნისს, Nvidia-მ სააქციო კაპიტალის ბაზარზე ვაჭრობის დღე თითქმის $136-ით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის აქციები 3.5%-ით მეტით ძვირადღირებულია, ვიდრე Microsoft-ის. ივნისის დასაწყისში მან Apple-ს გაუსწრო.
Nvidia კომპიუტერულ ჩიპებს აწარმოებს, რომლებიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამული უზრუნველყოფისთვის, შესაბამისად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი გაყიდვები და მოგება პროდუქტებზე მოთხოვნამ გაზარდა. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ Nvidia-ს შემოსავალი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რამაც გამოიწვია მისი აქციების ფასის ზრდა, თუმცა ზოგი ექსპერტი კომპანიის გაყიდვების მაღალ შეფასებას ეჭვქვეშ აყენებს.
დღევანდელი მონაცემებით, სააქციო კაპიტალის ბაზარი კომპანიას $3.34 ტრილიონად აფასებს. ინვესტორების აზრით, კომპანია გააგრძელებს ღირებულების ზრდას. ბოლო წლებში, Nvidia-ს გაყიდვებისა და მოგების მაჩვენებლებმა მრავალი ანალიტიკოსის მოლოდინს გადააჭარბა.
ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს შორის მწვავე კონკურენციაა. Microsoft-ი, Google-ის მფლობელი Alphabet-ი, Meta და Apple მხოლოდ რამდენიმე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად იბრძვიან.
0
0