
ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა.
"გაიმარჯვა იმ მხარემ, რომელმაც შეძლო მობილიზება გაეკეთებინა არჩევნებში მონაწილეებისთვის. საბოლოო ჯამში საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნებმა ან რაღაც დემოკრატიულ პროცესებს მისცა ბიძგი პარტიაში, ან გახსნა კარი ახალი ამომრჩევლის მისაზიდად, ეს რეალურად არ მომხდარა. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ დაიყენეს წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე ხაბეიშვილის სახით, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა პარტიის შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება. მე გამოვრიცხავ, ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა, პირიქით, ვვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც ცნობილია, “ნაცმოძრაობის” ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია.
0
0