
"კობახიძის განცხადებებს რატომ უნდა მოუსმინო. ნუ, უზრდელი ყოფილა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შესახებ დასმული კითხვის პასუხად აცხადებს.
როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ე.წ. “კოჭლ იხვს” დაემსგავსა და თუ “ღირსება აქვს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს”.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
0
0