
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სისულელეს და აბსურდს უწოდებს.
მომხდართან დაკავშირებით როინ მეტრეველმა მცირე კომენტარი ambebi.ge-სთან გააკეთა.
„ეს იმხელა სისულელე და აბსურდული რაღაცაა, არ ღირს ამაზე მსჯელობა. ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რაც არის.. ასე რომ მაგაზე ნუ შეწუხდებით და ნუ მიაქცევთ ყურადღებას. არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ. არ გინდათ ამაზე ყურადღების გამახვილება, თავი დაანებეთ.. კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი, ვინმე აკა მამაცაშვილი.
სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ.
0
0