16/12/2022
13:56
პოლიტიკა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლის დაწყებამდე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები გაშალა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მიერ გაშლილ პლაკატებზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო გამოსახული. ასევე, ბანერებზე გაკეთებულია წარწერა „ნუ კლავთ!“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი მალევე დატოვეს.
დარბაზის დატოვებამდე დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".
ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
0
0