26/03/2023
12:20
პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა სამარცხვინოდ დააიგნორეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ნობელის პრემია კი არაა, არამედ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, ნობელიანტი სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის.
“შარლატანი სააკაშვილისთვის ე.წ. ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ნორვეგიაში. რეალურად, ეს ნობელის პრემია კი არაა, არამედ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, ნობელიანტი სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა სამარცხვინოდ დააიგნორეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი ჯალათი სააკაშვილის რეჟიმზე. ცნობისთვის, სტრასბურგის ამ ავტორიტეტული სასამართლოს იურისდიქცია ნორვეგიაში 1952 წლიდან ვრცელდება. P.S. Dress code "შეესაბამება ევროპულ, ნორვეგიულ სტანდარტებს"-წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, გუშინ ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადასცა.
0
0