
ნორვეგიაში მკვლელობების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება, მათი 58% კი ოჯახური ძალადობის ნიადაგზეა მომხდარი, ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია ჯგუფის კუთვნილი შვედური გამოცემა Aftonbladet-ი წერს.
ახალი წლის დღეს, ნორვეგიაში, ქ, ბოდოს აღმოსავლეთით, ვილაში ერთი ოჯახიდან სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ მათგან ორი მოკლა მესამემ, ვაჟმა.
ერთი დღის შემდეგ კიდევ ორი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი, დღისათვის კი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ოთხი და უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ორი შემთხვევისა, მოკლულთა რაოდენობა თერთმეტია.
პოლიციის ცნობით, წელს 11 მსხვერპლიდან შვიდი ქალია, მათი უმეტესობა ნათესავებმა მოკლეს.
გასულ წელს ნორვეგიაში მკვლელობის 35 შემთხვევის დროს 38 ადამიანი მოკლეს, რაც 2013 წლის რეკორდულ მაჩვენებელს აღემატება. 38-იდან 22 მოკლა პარტნიორმა ან ყოფილმა პარტნიორმა, შეყვარებულმა ან ყოფილმა შეყვარებულმა, შვილმა, მშობელმა ან ოჯახის სხვა წევრმა. 38-იდან 17 კი ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორის, ან საყვარლის მსხვერპლი გახდა.
იმედგაცრუებული და ძალიან გაბრაზებული ვარ იმ ფაქტით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვის სიცოცხლის ხელყოფისკენ მიდრეკილება აქვთ, როდესაც თავს შეურაცხყოფილად ან დაჩაგრულად მიიჩნევენ, - ამბობს ნორვეგიის გენერალური პროკურორი იორნ სიგურდ მაურუდი.
ipress.ge
0
0