ნოდარ მელაძის წყარო სოსო გოგაშვილია, საკონტაქტო პირი კი გიორგი ხავთასი! - დიმიტრი სამხარაძე
28/10/2021
20:18
პოლიტიკა
A-
+A
„მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამის თქმა როდისმე მომიწევდა, მაგრამ გამყიდველს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველაფერი გაირკვეს!” – ამის შესახებ პარლამენტარმა დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მის წინააღმდეგ სოსო გოგაშვილის ხელით მორიგი პროვოკაცია იგეგმება.
„ნოდარ მელაძის წყარო სოსო გოგაშვილია! საკონტაქტო პირი – გიორგი ხავთასი! რამდენიმე კვირის წინ მიაწოდეს 2018 – 2019 წლის გადაკეთებული მოხსენებითი ბარათები. იმ პერიოდში გოგაშვილს ევალებოდა პარტიაში შემოსული თხოვნების დახარისხება. აქ მე მგონი ყველაფერი გასაგებია. სიუჟეტიც ვნახეთ. ოთხი დღის წინ მიაწოდა ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ, ასევე, დამახინჯებული და გადაკეთებული ინფორმაციები. ოთხი დღის წინ თავისი ხელისბიჭის, გიორგი ხავთასის ხელით მელაძეს მიაწოდა ძველი სამუშაო ბარათის ამონაწერები, დიდი ნაწილი გადაკეთებული, ნაწილი რეალური. ველოდები მორიგ მონაჩმახს შავნოდარას შესრულებით“, – განაცხადა დიმიტრი სამხარაძემ.
0
0
492
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%