
ნიჟნი ნოვგოროდიდან აღდგენილ სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი, რომელიც 6 მაისს იყო დაგეგმილი, თითქმის ერთი დღით გადაიდო.
„იკარის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩკალოვის აეროპორტიდან 6 მაისს, ადგილობრივი დროით 17:50 საათზე უნდა გაფრენილიყო. ფრენა რამდენიმეჯერ გადაიდო ცენტრალურ რუსეთში საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი შეზღუდვების გამო. მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე აეროპორტში ოპერაციები შეჩერდა.
ბოლო ინფორმაციით, რეისი დღეს, 12:50 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტთან საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს აღდგა. მოსკოვიდან პირველი რეისი UVT Aero-მ შეასრულა.
რუსეთის ხელისუფლება მარშრუტების ქსელის გაფართოებას გეგმავს, რეისების შესრულება რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან იგეგმება.
0
0
ილჰამ ალიევი აშშ-ში ჩავიდა
07/08/2025