02/01/2025
22:06
მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილის, კრისტოფერ რაიას განცხადებით, ნიუ ორლეანში თავდასხმის შესახებ გამოძიებისას აღმოაჩინეს ეჭვმიტანილის სამი მობილური ტელეფონი და ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში ასევე აცხადებენ, რომ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა.
შეგახსენებთ, ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, დაშავდა შვიდი ადამიანი. აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
0
0