24/11/2023
08:58
მსოფლიო
ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს 1993 წელს სავარაუდოდ მომხდარ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
მომჩივან მხარეს სასამართლო საქმის დაწყება და სავარაუდო ზიანისთვის $5 მილიონის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურს.
"მოსარჩელეზე ბრალდებულმა, ერიკ ადამსმა ნიუ იორკში, ნიუ იორკის შტატში 1993 წელს იძალადა, როდესაც ორივე ქალაქ ნიუ-იორკისთვის მუშაობდა". – წერია სარჩელში.
ადამსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებები უარყო და თქვა, რომ არ ახსოვს, მოსარჩლეს ოდესმე თუ შეხვედრია.
"ეს საერთოდ არ მომხდარა. არ მახსოვს, რომ ოდესმე შევხვედროდი ამ პიროვნებას და ამ მასშტაბის ზიანს არავის არასდროს მივაყენებდი. ეს არ მომხდარა". – თქვა ადამსმა.
ადამსი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, პოლიტიკოსობამდე ნიუ-იორკში პოლიციის კაპიტნად მუშაობდა. ნიუ-იორკის მერობამდე ის შტატის სენატორი და ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტი იყო.
0
0