08/05/2022
15:47
პოლიტიკა
უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას მანიპულაციას უწოდებს.
„ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!
მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!
პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?“, - წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ახსენდებოდა თუ არა მას ისეთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატს პუტინის მისამართით იგივე ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართ იყენებენ, განაცხადა:
„მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც, ამ შემთხვევაში, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
0
0