
ნებისმიერი სამედიცინო ქმედება ხორციელდება შესაბამისი ნორმების საფუძველზე, მათ შორის ნიმუშის აღებაც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ნიმუშის აღების შემდეგ ის ოფიციალურად უნდა დაილუქოს - არსებობს შესაბამისი წესები და ის არ უნდა განთავსდეს წინდაში. ასეთი რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური ქმედების მიზანი რა იყო, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - განაცხადა მინისტრმა.
მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026