
სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.
როგორც სამხარაძემ გამოცემას განუცხადა, საქართველო-კორეის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული ჯგუფები, მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია.
„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ The Korea Herald-თან ინტერვიუში.
0
0