
საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა სამმხრივ ფორმატში ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს
თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტებთან სამხრივი თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს, რომელიც დიდი ხანია, ჩამოვაყალიბეთ, ეს არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ორმხრივი, ყოველწლიური შეხვედრები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, აღნიშნულ ფორმატს ასევე სამმხრივი სპიკერების ფორმატი დაემატება.
„თურქეთი სპიკერების ფორმატს უმასპინძლებს, სადაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციებთან შეიკრიბება და ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე იმსჯელებს, ასევე რეგიონის პრობლემატიკაზე, ეკონომიკური პროექტების განვითარებაზე, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენთვის ორივე ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა, ორივე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, ამ მხრივ, საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა ამ სამმხრივ ფორმატში ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა სამხარაძემ.
0
0