ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს... ჰოდა, იქნებ გამოიტანონ დასკვნები ოპოზიციაში?
14/10/2021
19:36
საზოგადოება
A-
+A
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმიანება და წერს, რომ როდესაც მასშტაბური აქციისთვის ემზადები და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ ოპოზიციაში.
,,აქციების დატოლება როდის უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში? ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს... ჰოდა იქნებ გამოიტანონ დასკვნები ოპოზიციაში? ერთი ორი პარტია მგონი აზრზე მოდის, ვგულისხმობ „ლელოს“ და „ევსაქებს“, რომ ქუჩაში დგომით პოლიტიკური მიზნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. საჭიროა ამომრჩეველთან მუშაობა და არა ლოზუნგების სროლა. რატომ ვტრიალებთ 30 წელია ერთ წრეზე და ვერ მოვიშალეთ „ჯოს, ჯოს“ ძახილი? შეიკრიბა დღევანდელი აქცია და მერე რა? ისევ ახალი აქციისათვის მზადება დაიწყება და ერთ წრეზე ტრიალი“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook-ზე.
0
0
397
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%