20/07/2023
11:50
საზოგადოება
მიმდინარე წლის 20 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 1990-იან წლებში, ცხინვალის რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, ზვიად საბაშვილი და თენგიზ დევიძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებში, სამაჩაბლოში, საომარი მოქმედებების დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ, 20 ივლისი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, წელს დაწესდა და ამიერიდან, ამ თარიღს, ყოველ წელს აღნიშნავენ.
ინფორმაციისთვის, სოფელ ნიქოზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელთა ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წელს გაიხსნა.
0
0